პროექტი

1.        
პროექტის  სახელწოდება
       საზღვაო ქალაქი
2.     
პროექტის  აქტუალობა
ქალაქის დაპროექტება, მისი ფუნქციის განსაზღვრა, ინფრასტუქტურის განვითარება.
3.     
პროექტის  მიზნები
დასაპროექტებელი ქალაქის ფუნქციის, სავარაუდო გეოგრაფიული  მდებარეობის განსაზღვრა. სამუშაო ვადების  დადგენა, საპრეზენტაციოდ  წარმოსადგენი ნამუშევრის ფორმისა და საპრეზენტაციო დროის განსაზღვრა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
4.     
მონაწილეთა ასაკი
11 კლასი------16-17წელი
5.     
ვადები/ ხანგრძლიობა
1 - თვე
6.     
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
არქიტექტორების  მიერ პროექტის შემუშავება და შექმნა, შერჩეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
7.     
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, მონიტორი, პროექტორი,სახელმ-ძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა,მსოფლიოს ფიზიკური და პოლიტიკური რუკები.
8.     
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/
1.ეტაპი:როლების განაწილება და ჯგუფების შექმნა
    ]პროექტანტთა ჯგუფი                                                                    ]ექსპერტთა ჯგუფი რომელიც აფასებს      პროდუქტს                                                         ]სადისკუსიო ჯგუფი,რომელშიცშედიან ამ ქალაქის მომავალი     მცხოვრებლები, ჟურნალისტები და სხვა                                       2.ეტაპი: მონაწილთა ზოგადი     მომზადება      ა]საზღვაო ქალაქის უკვე არსებული პროექტების გაცნობა.                                        ბ]დასაპროექტებელი ქალაქის ფუნქციის, მათი სავარაუდო გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა.                                                      ]სამუშაო ვადების დადგენა,საპრეზენტაციოდ წარმოსადგენი ნამუშევრის ფორმისა და საპრეზენტაციო დროის განსაზღვრა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.            3.ეტაპი: ჯგუფური მუშაობა
ა]არქიტექტორები ამუშავებენ და ქმნიან პროექტს შერჩეული კრიტერიუმების გათვალისწინებით;                                                    ]ექსპერტები და სადისკუსიო ჯგუფის წევრები ამზადებენ კითხვებს, და   სადისკუსიო საკითხებს, რომლებიც უნდა იყოს ინფორმაციის შემცველი, ანალიზზე, შედარებაზე, გამოყენებაზე ორიენტირებული.
9.     
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ-თან,  ისტორიასთან, ბიოლოგიასთან კავშირში.
10.  
პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი/
დახუნდარიძე როზეტა
11.  
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა

12.  
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი








ელემენტარული  1 ქულა
მისაღები    2 ქულა
ოსტატური  3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთი-ლი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი,რაც აბნევს მკითხველს,მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევ-რულობა, ორგანიზების ნიშ-ნებით, ზოგი გადასვლა იდე-ებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე. ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას 
3.შინაარსის კორექტულობ
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორ-მაცია
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
 მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო.
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი,ხშირი შეცდო-მებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია ,დაცულია პუნქტუაციის ნიშნები.
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არარის გამოყენე-ბული, ანალიზი მისაღებია
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არა ერთი წყარო,ანალიზი სიღრმისეულია.
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია.
მრავალფეროვანი, შინა-არსის შესატყვისი, აკუ-რატულად შესრულებუ-ლი.
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ შარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინა-ლობა, სიახლე და თავი-სებური ხედვა, რაც პრო-ექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირი საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენ-ცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერ-პრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ    ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზ-რებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მი-ღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის კომპეტენტურობაზე.
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავ-შირი იგრძნობა კვლევა-სთან .   
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმო-ჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხებისგაცემა.
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას.
ნათლად ჩამოყალიბებუ-ლი   პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, იყენებს თვალსაჩინოებ-ბებს  და    პასუხობს ყველა კითხვას.

No comments:

Post a Comment